aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

“მოქალაქეთა უმეტესობა სასესხო პირამიდის მსხვერპლია” – ვალების განულებაზე არასაბანკო დაწესებულებათა ასოცია­ციის თავმჯდომარე საუბრობს

ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, არ ჩამოყალიბებულა ის ფუნდამენტ­ური საკითხები, რომელთა მიხედ­ვითაც უნდა წარმართულიყო ვალ­ების ჩამოწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გახმიანებულ მიზნებს. მაგალითად, ვინ უნდა მიაწოდოს ფონდს იმ პირთა სია, ვისაც შემდეგ ხელის­უფლება ვალებს ჩამოაწერს? თავად საკრედიტო ორგანიზაციებმა თუ “კრედიტინფომ”? თუ ხელისუფლება “კრედიტინფოს” მონაცემებზე დაყრდნობით ამბობდა, რომ 600 000 კაცს აქვს გადაუხდ­ელი ვალი, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2.000 ლარს, რის გამოც ისინი “შავ სიაში” მოხვ­დნენ, მაშინ რატომ გაჭიანურდა მათი სიების მიწოდება და რატომ ითხოვენ ამ მონაცემებს ფინანსური ინსტ­იტუტებიდან?

მოქალაქეთა უმეტესობა სასესხო პირამიდის მსხვერპლია. ჯერ ერთ ბანკში აიღო ვალი, ვერ იხდიდა და სხვა ბანკს მიაკითხა პირველის გადასაფარავად, მაგრამ ვალად აღებული თანხა რომ დახ­არჯა, მიხვდა, ახალი სესხის მომსახურება კიდევ უფრო უჭირდა და ახლა მესამე ბანკში უფრო დიდი ვალი აიღო, რომ მეორე ბანკის სესხი გადაეფარა. მერე ბანკებმა რომ სესხი აღარ მისცეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიაკითხა. ამასობაში ყველაფერი დაალომბარდა, სასესხო ონლაინორგანიზაციებიდანაც ისესხა და ბოლოს ერთადერთ “საშველად” კერძო მევახშეები დარჩა.
იმ რეგულაციებით კი, რომლებიც 1-ლ იანვარს ამოქმედდება, ხელისუფლება თავად უბიძგებს მოსახლეობას, რომ ფული სხვად­ასხვა მეთოდით მოიძიოს. ნებისმ­იერი მკაცრი რეგულაცია აჩენს შავ ხვრელებს კონკრეტულ სექ­ტორში – ანუ ჩვენ ვართულებთ სესხის აღებას საკრედიტო ორგ­ანიზაციაში და ამით ვუბიძგებთ მსესხებელს, მივიდეს კერძო პირთან, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ეს უფრო გაზრდის ჭარბ­ვალიანობას. ჯერ ერთი, კერძო მევახშეები სესხს ბევრად მაღალ პროცენტად გასცემენ და ბევრად უკეთესია, მსესხებელს საქმე კომპანიასთან ჰქონდეს, რომელთანაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სამართლებრივად იდავოს, ვიდრე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დარბოდნენ სესხების ამოსაღებად.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი ბერძენაძე, არასაბანკო დაწესებულებათა ასოცია­ციის თავმჯდომარე

გაზეთი “კვირის პალიტრა”, ავტორი ემა ტუხიაშვილი

 

იტვირთბა....