aviabiletebi
About us არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დემოკრატია მოითხოვს, არჩეული პრეზიდენტის აღიარებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ოპოზიციის ულტიმატუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა ამის დრო არ არის.

მისივე თქმით, დემოკრატია მოითხოვს, არჩეული პრეზიდენტის აღიარებას.

„ჯერ არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს პოლიტიკური გარემო, დაპირისპირება დავაწყნაროთ. როგორი იქნება ეს რეჟიმი, შემდეგ გადავწყვეტთ და ამაზე მე ვიმუშავებ, პირობა დავდე ჩემი თავის წინაშე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

მისივე განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პასუხზე.

იტვირთბა....