ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მინდა, მივესალმო ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს”

ყველამ დავუჭიროთ მხარი მის მოთხოვნებს, ისე როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს. ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით შესაძლო კატასტროფაზე, კატასტროფა უკვე დადგა, ვინაიდან საქართველოში არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. მათ, არჩევნების გაუქმების შემდეგ, უკან შემოაბრუნეს ნარკოტიკების თემა, ისევ შემოაბრუნეს თემა საბანკო კრიზისების გაუქმების, აღარ აპირებენ ამის გაკეთებას. ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს გადაყლაპავს და ყველაფერს მოითმენს. ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ. მათ ეგონათ ხალხი არ იბრძოლებდა, დღეს დავანახებთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, მშვიდად, ღიმილით თავაწეული, მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს, არასდროს დავიხევთ უკან“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით, აუცილებლად დასრულდება  საქართველოში ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით და ნამდვილი სახალხო დემოკრატიის დაბრუნებით.

ამ ბრძოლაში მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით და ჩვენი ლიდერების გვერდით, გავჩნდები საქართველოსთვის, რადგან ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ჩვენს გამარჯვებაში. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ვუყურებდე ჩემი სამშობლოს განადგურებას.

საქართველოს დიდი მომავალი აქვს, მომავალი დღეს იბადება ამ მოედანზე. ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....