რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა.
მან აღნიშნა, რომ საუბარი უჭირს, რადგან დღეს ერთი წელი გავიდა მისი შვილის გარდაცვალებიდან და დღემდე მკვლელები დაუსჯელები არიან.
მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოს ხვალ შემდეგი. დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ისინი არჩებნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადალმდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.