ახალი ამბები საზოგადოება

“სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვენი პრეზიდენტი” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არ იქნება მათი პრეზოდენტი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ “მესამე ტური” დანიშნა იმ იმედით, რომ ოპოზიცია დანებებულიყო.

მელიას განცხადებით, ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდება. “ხელისუფლებამ მესმე ტური დანიშნა და ეგონა ჩვენ დავიღლებიდით. ჩვენ არათუ მივიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ გავიმარჯვებთ. მათ იკადრეს და სოციალურად დაუცველებს ეუბნებოდნენ, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ მათ, დახმარებას მოუხსნიდნენ. პედაგოგებს და ბაღის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილი არ მოიგებს იმ უბანს, სადაც მუშაობთ, სამსახურიდან გაგიშვებთო. ეს იყო ტოტალური გაყალბება. ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი რომ მოვხაზე ვიტირეო. პოლიციის უფროსი და კრიმინალი ერთად აყალბებდა არჩევნებს. არ იქნება სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი. ეს არის ღირსების საკითხი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გაერთიანებუი ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, სადაც  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

იტვირთბა....