თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთვი2 ავრცელებს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეომასლიდან შესაძლებელია თავდმსხმელებიდან ერთ-ერთის იდენტიფიცირება და ის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია.
ჩარკვიანს რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან, ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თაკო ჩარკვიანი თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან დაჯგუფების წევრები მათ შეურაცხყოფას სწორედ პოლიტიკური სიმპათიის გამო აყენებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. უწყებამ ერთი პირი სისხლის სამართლის წესით ძალადობის ბრალდებით, ხოლო სამი პირი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.