aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩარკვიანსა და მის მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებენ (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუბლიცისტ თკო ჩარკვიანს ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩარკვიანის განცხადებით, ეს პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩარკვიანსა და მის მეუღლეს შეურაცხყოფას აყენებენ

„როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე – აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, თქვენ დატოვეთ ქალაქი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე… აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი,“ – განაცხადა ჩარკვიანმა “კურიერთან” საუბრისას.

ჩარკვიანის განცხადებით, ეს ყველაფერი პოლიციის თანდასწრებით ხდებოდა, მაგრამ სამართალდამცავები არ ჩარეულან სიტუაციაში და თავდამსხმელებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს.

იტვირთბა....