“თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა”, -ასე მიულოცა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს.
ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და საქართველოს პროგრესისთვის ერების მეგობრობის მთელ პოტენციალს გამოვიყენებთ”, – წერს ფაშინიანი.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52%-ით (1 147 627 ხმა) გაიმარჯვა.