“მე სააკაშვილთან ერთად ქვეყნის სწორი გზით წაყვანის არ მჯერა. ისიც თუ რამე ისეთს ამბობს, რაც სწორია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელჩაკიდებულები ვივლით იქით. მისთვის ხელის ჩაკიდება ნიშნავს, იმ სწორი გზიდან გადახვევას. სწორედ სააკაშვილის სინდისზეა, რომ 2020 წელს პროპორციულილ წესით არჩევნების ჩატარება არ გვიწერია”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.
გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპაარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რომელიც პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტოა რჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ხოლო კვირას თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვას აპირებს.

