ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ძალა ერთობაშია” კვირას აქციას გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” კვირას, რუსთაველის გამზირზე,  მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავს – ამის შესახებ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, “ძალა ერთობაშია” არ აღიარებს საპრეზიდენტო შედეგებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიადტმა ხმათა 59.52 პროცენტიტ გაიმარჯვა.

იტვირთბა....