„ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს… გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა,“ – განაცხადა “ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.
იტვირთბა....

