არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა შტაბი უნდა ეცადოს, კაი ბიჭები და კაი გოგოები დაიყენოს გვერდში

“ჩემი აზრით, ყველა შტაბი უნდა ეცადოს, რომ კაი ბიჭები და კაი გოგოები დაიყენოს გვერდში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა იმ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებული.

“მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ სწორედ კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა ცუდები,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენები დათვლილია ყველა საარჩევნო უბანზე და ხმათა 59.5%-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

იტვირთბა....