სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ულოცავს. პოროშენკო განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
უკრაინის ლიდერი ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.
ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატ სალომე ზურაბიშვლსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ქონდათ. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 59,52% გახდა. გრიგოლო ვაშაძეს კი ხმების 40,48% ერგო.