არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ტენდენცია” – საია

არჩევნების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ხმის მიცემის ფარულობასა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

10 საათისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი – უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა.

საქართველო მეორე ტურზე მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს  სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

იტვირთბა....