მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიების გამოყენება ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვისათვის დასაშვებია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიების გამოყენება ამომრჩეველთა აქტივობისა და ელექტორატის აღრიცხვისათვის კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დასაშვებია.

„ეს არ არის უკანონო და იგი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამაზე საუბრობდა მამუკა მდინარაძე. მიხეილ ბენიძე საუბრობდა აბსოლუტურად სხვა რამეზე. იგი საუბრობდა იმ ინფორმაციებზე, რომელიც თავად გაავრცელეს, საქმე ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის თითქოსდა გამოყენებას, იქაც, ისევე როგორც ID ბარათების შემთხვევაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა მაშინ კონკრეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. ანუ ერთ რამეზე საუბრობდა მამუკა მდინარაძე და მეორე რამეზე საუბრობდა მიხეილ ბენიძე. იმედია, რომ მიხეილ ბენიძეს მხოლოდ შეცდომა მოუვიდა და ეს იყო მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების  მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....