არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებამ თავი მოიჭრა”: ბერძენიშვილის თქმით, ასეთი საარჩევნო გარემო საქართველოში არასდროს ყოფილა

ასეთი არაადეკვატური წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, თავი მოიჭრა ერთხელ და სამუდამოდ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს და თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, პირადად ის არაფერს გეგმავს, უბრალოდ მხარს უჭერს ოპოზიციას.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მთავრობაში ყოფნის პატივს აღარ იმსახურებს.

“ასეთი არაადეკვატური გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. თავი მოიჭრა ერთხელ და სამუდამოდ და დაამტკიცა, რომ იგი აღარ იმსახურებს ამ პატივს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე, საპარლამენტო არჩევნებზე გაფორმდება, რადგან ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა, დანაშაული ჩაიდინა, იმდენი უსინდისობა, აღვირახსნილობა იკადრა, ისე დარაზმა თავისი მომხრეები, ისეთი დემონიზება გაუკეთა მოწინააღმდეგე მხარეს, ისე დახარჯა საერთაშორისო სიტყვები როგორებიცაა – „ფაშიზმი“, „ნაციზმი“ და ა.შ., რომ მთელ მსოფლიოში მოიჭრა თავი. გააკვირვა ევროპა თავისი „დემოკრატიულობით“. მე ვფიქრობ, ასეთი სამარცხვინო ქმედების შემდეგ ქართველი ხალხის პასუხი იქნება ადეკვატური და ხელისუფლება ამ პასუხს ხვალ გაიგონებს“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

იტვირთბა....