თბილისში მყოფი ეუთოს – ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრები, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრებს მართავენ.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. განხილულ საკითხებზე ჟურნალისტებთან არც შეხვედრიდან გამოსულ სალომე ზურაბიშვილს უსაუბრია.
საპრეზიდენტო კანდიდატმა არც ჟურნალისტების მიერ Edison research-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
არ ვაკეთებ კომენტარებს… გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ასეულობით უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება.