კოსმოსში შვიდთვიანი სიარულის შემდეგ, მარსზე NASA-ს მისია წარმატებით დაეშვა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხომალდმა InSight-მა ოფიციალური სიგნალი გამოგზავნა დედამიწისკენ. სიგნალს თან ერთვოდა მარსის ზედაპირის ფოტოც.
InSight-ის მანევრი მარსის ატმოსფეროში შესვლიდან ზედაპირთან შეხებამდე დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდება. ნასას ინჟინრების თქმით, ეს “ტერორის 7 წუთი” იყო, რაც გაზვიადება სულაც არაა. წითელ პლანეტას ხომალდების სასაფლაოსაც უწოდებენ ხოლმე, რადგან მარსზე დაშვების 44 მცდელობიდან მხოლოდ 18 აღმოჩნდა წარმატებული. მისია აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს $850 მილიონი დაუჯდა.