ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

უკრაინის პატრიარქი მოსახლეობს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ უკრაინის პატრიარქმა  ფილარეტმა მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

უკრაინის პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა.

უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე – მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ?“ – განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

მან ასევე მიმართა რუსებს და ისინი, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია.

მივმართავ ძმების მკვლელებს – ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....