ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ია მეტრეველი: ოქროყანის აღმართს, გირგვლიანის აღმართი ვუწოდოთ 

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გამოვიდა ინიციატივით, ოქროყანის აღმართს გირგვლიანის აღმართი ეწოდოს.

ამის შესახებ მეტრეველმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მინდა, ყველას გამცნოთ, რაც მოვიფიქრეთ, რომ ოქროყანის აღმართს, სადაც საბედისწერო გზაზე აიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო გირგვლიანი და შემდეგ კარგად იცით, რა გაუკეთეს მას და მის ოჯახს, ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი. ჩვენ ორშაბათს შევიტანთ განცხადებას მერიაში ამის თაობაზე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

იტვირთბა....