პარტია „ევროპული საქართველო“ სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა, ამის შესახებ განცხადება მათ ქალაქის ცენტრში გააკეთეს.
ისინი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პარტია დატოვეს ქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფლების უბნის, ზონის ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა.
ყოფილი წევრები პარტიის დატოვები მიზეზად „ევროპული საქართველოს“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.