პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა, რომ “ოცნების” მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩატარებულ შიდა კვლევას მძმე საუბრები მოყვა.
“რაც შეეხება ამ შედეგების გამოქვეყნებასა და დადებას (“ფსიქო პროექტს”), ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა. ეს არის შიდა სამზარეულო და დეტალებშ მე არ შევალ, მაგრამ ეს იყო მძიმე ჩავარდნა. ამას, რა თქმა უნდა, მოყვა მძიმე საუბრებიც. მთავარია, მეორე ტურისთვის სწორი დასკვნები გამოგვეტანა და ვფიქრობ, ეს დასკვნები გამოტანილია. ამის შედეგს მეორე ტურში ვიხილავთ”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის კვლევის თანახმადა, მათი მხარდაჭერილი კანდიდატი პირველ ტურში 52% მიიღებდა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა 38% მიიღო და ოპოზიციის წარმოამდგენელს გრიგოლ ვაშაძეს 1%-ით მოუგო.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა იანიშვილმა კვლევას სამარცხვინო უწოდა.

