არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეკლესიამ პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვა და არ მგონია, გაოცებული იყოს სალომე ზურაბიშვილის ოჯახური თავისებურებებით”

“პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება რომ დაუშვა და ამით ტრადიცია ამოაყირავა, რაღაც არ მგონია ის ეკლესია მაინცდამაინც გაოცებული იყოს სალომე ზურაბიშვილის ოჯახური თავისებურებებით”, -ასე ეხმაურება ექსპერტი რელიგიურ საკითხებში, ლევან მნათეუს სუთიძე “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე.

როგორც სუთიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სულიერი ნათესაობა ტრადიციის საკითხია და უსასრულოდ თუ განავრცობ, გამოვა, რომ პატრიარქის ნათლულები ერთი მამის შვილები არიან.

“პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება რომ დაუშვა და ამით ტრადიცია ამოაყირავა, რაღაც არ მგონია ის ეკლესია მაინცდამაინც გაოცებული იყოს სალომე ზურაბიშვილის ოჯახური თავისებურებებით. სულიერი ნათესაობის საკითხი არის წმიდა წყლის კანონიკური. ათასწლეულის წინ მსოფლიო კრებამ რატომ დაადგინა ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვა, ეგ იკვლიონ ისტორიკოსებმა – დრო გავიდა და კანონიკა ტრადიციისა და ლოგიკის შუქზე უნდა გადაიხადოს. სულიერი ნათესაობა ტრადიციის საკითხია და უსასრულოდ თუ განავრცობ, გამოვა, რომ პატრიარქის ნათლულები ერთი მამის შვილები არიან და მათი ქორწინებით ინცესტი დაკანონდა. არავითარი “დიდი გადაცდომა” და მძიმე ცოდვა ეს არ შეიძლება იყოს. რომის კათოლიკე ეკლესიის კანონიკური კოდექსი არ კრძალავს ქორწინებას ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, შესაბამისად “დასავლეთ ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში” ქალბატონი ზურაბიშვილის ქორწინება მის პოლიტიკურ კარიერას ვერანაირად მიაყენებდა ზიანს. არაფერს ვამბობ პროტესტანტებზე”, – წერს სუთიძე.

პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება რომ დაუშვა და ამით ტრადიცია ამოაყირავა, რაღაც არ მგონია ის ეკლესია მაინცდამაინც…

Gepostet von Levan Mnateus Sutidze am Mittwoch, 21. November 2018

იტვირთბა....