არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.
რომ ვიყო საკუთარ თავთან მართალი, აუცილებლად უნდა ვთქვა შემდეგი საჯაროდ:
– თუ გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ამაში დასამალი არაფერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
– თუ თეიმურაზმა და დედამისმა სალომემ ნოდარს დასცინეს – ეს მხოლოდ მათ წარმოაჩენს ტლუ და ხეპრე ადამიანებად, და არავის სხვას.
– მე მეგონა, რომ საზოგადოებაში კონსესუსი უკვე შედგა და ჩვენ ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების პირად ცხოვრებაში ცხვირს არ ჩავყოფდით და თეთრეულს აღარავის გამოვუფენდით. თურმე ვცდებოდი. მეწყინა, რომ სუსმა კი არა, ამჯერად ჟურნალისტმა ნიკა გვარამიამ დაარღვია ეს წესი და ამას არანაირი, უბრალოდ არანაირი გამართლება არ აქვს – არ პრავდება! ” – წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კვირის ქცენტებში”, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.