ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინ ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი” – ხუხაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილის შვილმა გადააჭარბა

ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის – თეიმურაზ გორჯესტანის მიერ გრიგოლ ვაშაძის შვილის დებატებში გამოწვევას აფასებს.

გია ხუხაშვილი გორჯესტანის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და კამპანია სერიოზული საკითხია და არა „ოჯახური ბიზნესი“.

არ ვიცი, ეს რა პოზიციაა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი, აბსოლუტურ მოუკრეფავში გადადის. სალოზე ზურაბიშვილს თვითკონტროლის დიდი შესაძლებლობები მაინცდამაინც რომ არ ჰქონდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა შვილმა, მგონი, გადააჭარბა. ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია. კი, დავაკნინეთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ცუდი ფორმა მივეცით, მაგრამ ეს რა უბედურებაა?! ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი. ეს არათუ ალოგიკურია, არამედ პირდაპირ ტრაგიკომიკურია, რაც ვნახე. ბარემ პირდაპირ ელიავას ბაზრობაზე გამართონ“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი, ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.

 

იტვირთბა....