ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიას

“ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია”, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში – “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით  ეკა ბესელიაზე ათჯერ ნაკლები ქონება აქვს.

“ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია – მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიას და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს.

თუკი ვინმემ საკუთარ თავზე სასამართლოს უსამართლობა იწვნია, პირველ რიგში, ვარ მე. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო, მათ შორის 16 წლის “ჰონდა“. დაყადაღებულია დედაჩემის ბინა, დაყადაღებულია ჩემი ერთადერთი ქონება, მომისაჯეს სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. თუკი ვინმეს ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში ვარ მე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/285058349019811/

იტვირთბა....