ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

მერაბ მეტრეველი – როგორ გგონიათ, ყველა გაჭირვებულს ივანშვილმა 1000 დოლარი რომ დაუირგოს, მათ არ გაუხარდებათ?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში 600 000 მოქალაქისთვის ვალების განულების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“აქ ვიღაცეები გვამუნათებენ, რატომ აპროტესტებთ 600 000 ადამიანისთვის ვალის გადახდას, სხვის გაჭირვებას რომ ეშველება, არ გიხარიათო. აბა, იმ 600 000 ადამიანს კითხეთ, როგორი ბედნიერები იქნებაინ, ახალ წელს უვალოდ რომ შეხვდებიანო. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ჩვენ სხვისი გაჭირვება არ გვადარდებს და ამიტომ ვშფოთავთ, ან ვიბოღმებით? თუ უბრალოდ, დემაგოგობთ?

მაშინ მეც მექნება თქვენთან კონტრშეკითხვა და იმედია, ასე მაინც მიხვდებით, რა გვადარდებს: საქართვლეოში მარტო ის ხალხი ხომ არაა გაჭირვებული, ვისაც ონლაინსესხები აქვს და როგორ გგონიათ, ყველა გაჭირვებულს ივანშვილმა 1000 დოლარი რომ დაუირგოს, მათ არ გაუხარდებათ? როგორ გგონიათ, ახალი წლის წინ ბედნიერები არ იქნებიან ასეთი საჩუქრის გამო? მაშინ ავდგეთ და დავამკვიდროთ ტრადიციად ყოველი არჩევნების წინ ხალხისთვის ფულის დარიგება და ასე ხმების მოპოვება და დავიკიდოთ საარჩევნო პროგრამები, საარჩევნო კამპანიები, ქვეყნის განვითარების ხედვები და არჩევნებში გამარჯვებულად ის გამოვაცხადოტ, ვინც მეტ ფულს დაარიგებს და მეტ ადამიანს იყიდის. ეს გგონიათ გამოსავალი?”, – წერს მეტრეველი. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....