მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც კითხვა ახალ ბილბორდებზე დაუსვევს განაცხადა, რომ ეს კერძო პირის იდეაა.
ახალი ბილბორდები იყო კერძო პირების იდეა, რომელიც ჩვენთან შეათანხმეს და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს იყვნენ მსხვერპლნი და მათ აქვთ ინტერესი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს არანაირი ფორმით ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ მათ წინააღმდეგობას არ და ვერ გავუწევდით” – განაცხადა მდინარაძემ.
შეწგახსენებთ, გუშინ თბილისში ახალი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს! არა ბოროტებას“. ბილბორდებზე გამოსახულები არიან ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.