„მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივსა და ანტიარჩევანზე“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას განმარტა, ბანერების „არა ნაცებს – არა ბოროტებას“ გამოქვეყნებაში, ეჭვმიტანილი ხელისუფლებაა, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, თუ ვინაა ავტორი, რთულია.
„ამ ანტირეკლამაში, ხელისუფლებაა ეჭვმიტანილი, მთელი საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივსა და ანტიარჩევანზე, არცერთი მხარე არ ამტკიცებს, რომ მე ვარ კარგი, ორივე იმაზე საუბრობს თუ რა ცუდია მეორე. ეს არის მთელი სახელისუფლებო ნარატივი, შესაბამისად, ხელისუფლება ეჭვმიტანილია, რომ მასთან აფილირებული მხარე აკეთებს ამ ყველაფერს, ასეა თუ არა, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ფაქტია, რომ ეჭვია ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამავე თემაზე: “არა ნაცებს, არა ბოროტებას” – ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერები თბილისში