აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

გიორგი ქობულია: „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მუშაობა დიდი ხანია მიდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საბანკო ვალდებულებების გამო ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის.

მინისტრის შეფასებით, ეს ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემა.

„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ეს ადამიანები არიან გამოთიშული ამ ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასების ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. დეტალები იქნება ხვალ ცნობილი და შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე. როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მოდით ჩვენ ახლა სესხის პროცენტები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც შუძლებელია და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამავე თემაზე:  კალაძე: ხვალ პრემიერი გამოაცხადებს გადაწყვეტიელებას, ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე

გრიგოლ ვაშაძე: მოქალაქეები, რომლებიც კრედიტებს ვერ იხდიან, „შავი სიიდან“ ამოიღონ

 

იტვირთბა....