ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: მოქალაქეები, რომლებიც კრედიტებს ვერ იხდიან, „შავი სიიდან“ ამოიღონ

გაერთიანებული ოპოზიცია -“ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ, მათი დავალიანებები კი მთავრობამ უნდა შეისყიდოს.

„საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მიერ შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში. ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების, ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ: პირველი – ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს ნებისმიერი პირის ვალდებულებების ჩამოწერა, რომელიც დღეის მდგომარეობით არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში.

„ეს თუ არ გაკეთდა, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....