აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ხვალ პრემიერი გამოაცხადებს გადაწყვეტიელებას, ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე

დედაქალაქის მერისა და ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ამ ინფორმაციამ.

ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.

“როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. მეგობრებო! „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტიელებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე” – განაცხადა კახი კალაძემ.

ამავე თემაზე:  გრიგოლ ვაშაძე: მოქალაქეები, რომლებიც კრედიტებს ვერ იხდიან, „შავი სიიდან“ ამოიღონ

იტვირთბა....