ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: “მოუწევს წულუკიანს პასუხის გაცემა, არ ბნელა და ვერავის მოატყუებს”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის ადრესატი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია:

“უტიფარი მატყუარაა წულუკიანი! 2011 წელს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველომ კი არ წააგო, როგორც ამას წულუკიანი ამტკიცებს, მით უმეტეს, იმიტომ კი არ წააგო, რომ სარჩელი არაკომპეტენტურად იყო მომზადებული, არამედ სასამართლომ საქმე არსებით განხილვაში არ მიიღო!!!

არ მიიღო იმიტომ, რომ სასამართლომ ჩათვალა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის ფარგლებში საქართველოს ჯერ უნდა ეწარმოებინა დიალოგი რუსეთთან დევნილების დაბრუნების თემაზე.

სასამართლოს დასრულების შემდეგ საქმის უკან “შესაბრუნებლად” 2011-2012 წლებში, რამდენიმე ნოტით მივმართეთ რუსეთს ასეთი დიალოგის დასაწყებად. საპასუხო ნოტებიც მივიღეთ. ძალიან მომგებიან მდგომარეობაში ვიყავით. ან რუსეთს უნდა დაეწყო დევნილების დაბრუნება, ან სრული საფუძველი გვექნებოდა საქმე “შეგვებრუნებინა” სასამართლოში.

ოღონდ შემდეგ ქოცები მოვიდნენ ხელისუფლებაში. 2013 წლიდან არც ერთი ნოტა არ გაუგზავნიათ მოსკოვისთვის ამ თემაზე და კომუნიკაციაც და დიალოგის მცდელობაც შეწყდა. ამიტომ დღეს, საქმეს უკან ვერ შევაბრუნებთ. ხვალაც რომ მოვინდომოთ ამ მავნებლების წასვლის შემდეგ, დიდი შანსია სასამართლომ არ მიიღოს საქმე, რადგან გაგვიჭირდება იმის დამტკიცება, რომ in good faith ვცადეთ კონვენციის ინსტრუმენტის გამოყენება. 5 წელი როცა ჩუმად ხარ, მიდი და ამტკიცე, რომ მართლა გინდოდა რუსეთთან დიალოგი.

ახლა წულუკიანი ამბობს, რომ ადამიანია უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენს ველოდებით, რომ ახალი გარემოებები დადგინდეს და ასე შევაბრუნოთ საქმე მართლმსაჯულების სასამართლოშიო.

რა შუაშია ECHR ICJ-ში საქმის შებრუნებასთან?
კონვენციის ფარგლებში რუსეთთან დიალოგის მცდელობები რატომ შეწყვიტეთ?

ამ კითხვებზე მოუწევს წულუკიანს პასუხის გაცემა. ნაღდად არ ბნელა და ვერავის მოატყუებს ეს ყველაზე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო მინისტრი!” – წერს კაპანაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეძლებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჰააგაში 2011 წელს წაგებული საქმისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად გამოიყენონ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. როგორც მინისტრი განმარტავს აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.

იტვირთბა....