ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია აფეთქების გამო, ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო, სახლებიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებლებით უზრუნველყოფს.

როგორც კალაძემ აფეთქების ადგილზე მისვლის შემდეგ განაცხადა, ჯერ ზუსტად არ იცის, რამდენ ოჯახს დასჭირდება დახმარება.

„ადგილზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება მოხდა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო, თუმცა ეს მოგვიანებით დადგინდება. რამდენიმე სართული არის დანგრეული, არიან დაშავებულები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ევაკუირებულ ადამიანებს, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო რაც შეეხება დაზიანებულ კორპუსს, ადამიანები, რომლებიც გამოყვანილები არიან საცხოვრებელი სახლებიდან, გადავიყვანთ სხვადასხვა მისამართებზე. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს. ასევე ჩვენ შევამოწმებთ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეტქება მოხდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.  

დაშავებული 3 ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა. 

აფეთქების ადგილას, ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს.

 

იტვირთბა....