“ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას: რატომ არის ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის სურათები და ხომ არ არის ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამოწვეული.
პრემიერის შეფასებით, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
“ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.