aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ხალხი ევროპარლამენტარების განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართველი ხალხი ევროპარლამენტარების, ანა გომეშისა და ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებებს ყურადღებით უნდა გაეცნოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი შეფასებები იმდენად პოზიტიურია, რომ ეს კმაყოფილების გრძნობას კი არ უნდა ბადებდეს, არამედ მეტ ენთუზიამს, რათა ყველა სტანდარტი შესრულდეს.

„სამწუხაროდ, ანა გომეში მართალია ისევე, როგორც მისი კოლეგა, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა დიპლომატი იყოს“, – აღნიშნავს ვოლსკი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, სხდომაზე  ევროპარლამენტარმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ არის საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.

მისმა კოლეგა, ანა გომეშმა კი აღნიშნა, საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინიური გამონათქვამები.

ამავე თემაზე: თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განწყობები გამოკვეთილია

 იოჰანეს ჰანი: განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას

ევროპარლამენტარი: საქართველოს პრეზიდენტად რუსეთის ყოფილი ელჩი საუკეთესო არჩევანი არ არის

 

იტვირთბა....