aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოჰანეს ჰანი: განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში ცხადყოფს, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით მიღწევებია.

მისივე შეფასებით, ეს ანგარიში ასევე აღნიშნავს იმ პოზიტიურ კავშირებს, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებშია.

“ჩვენი ურთიერთობები მჭიდროა. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ შეხვედრაზე განიხილება სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ამავდროულად რეფორმების ძალისხმევა უნდა გაიზარდოს ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამართალდამცავი სტრუქტურები და მართლმსაჯულება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რათა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია გაუმჯობესდეს. საჭიროა ასევე შემდგომი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ გავამსხვილებთ ჩვენს მხარდაჭერას სავაჭრო მართლმსაჯულებაზე, რომელიც იმ სფეროს წარმოადგენს, სადაც საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს. გამოწვევად რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების გატარება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას“, – განაცხადა ევროკომისარმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

იტვირთბა....