ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ  პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ბრალდებულს, ყოფილ თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, ახალაიასთვის მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში რჩება.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა.

სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

იტვირთბა....