“საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ძალიან ძლიერი განცხადებები გაკეთდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იყო საარჩევნო გარემოსთან და მეორე ტურთან დაკავშირებით გამოთქმული აზრები.
“ერთი, რაც ანა გომეშის მხრიდან ითქვა, შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. გომეშმა განაცხადა, რომ ქალი კანდიდატის მიმართ შეურაცხმყოფელი მიზოგინური გამონათქვამები და შეტევები ხორციელდება, რაც არ ეკადრება საქართველოს და ნამდვილად უნდა დავეთანხმო მას. მეორე, რაც ბატონი ბოშტინარუს მხრიდან იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ასევე არ ეკადრება ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი პრეზიდენტად. მე მგონი, ძალიან ძლიერი განცხადებებია. ვფიქრობ, საქართველო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და ეს გამოჩნდა დებატებიდან. რაც შეეხება მეორე ტურს, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც განწყობები გამოკვეთილია და ჩემთვის ეს დღევანდელ დებატებში ნათლად ჩანდა“, – განაცხა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.
ამავე თემაზე: ანდრეს მამიკინსი: იმედია, ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო პერსპექტივა ექნება საქართველოსთ
იოჰანეს ჰანი: განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას
ევროპარლამენტარი: საქართველოს პრეზიდენტად რუსეთის ყოფილი ელჩი საუკეთესო არჩევანი არ არის