აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დავით სერგეენკო: თუ პენსია 400 ლარი გახდება, სახელმწიფო აღარ იარსებებს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პენსია 400 ლარი გახდება, სახელმწიფო აღარ იარსებებს.

მინისტრის განმარტებით, მომავალ წელს ასაკით პენსია 200 ლარი ხდება, ამას სჭირდება წელიწადში 1,9 მილიარდი ლარი. შესაბამისად, 400 ლარი რომ გახდეს პენსია, ამას დამატებით კიდევ 1,9 მილიარდი ლარი დასჭირდება.

“ამ თანხის მობილიზება რომ მოხერხდეს უნდა გაუქმდეს ისეთი სამსახურები, როგორიცაა სასწრაფო, სამაშველო ხელფასი არ უნდა გადავუხადოთ მასწავლებლებს, საერთოდ, პრაქტიკულად უნდა გავანულოთ სამინისტროების მუშაობა, გავაქროთ და ასეთ შემთხვევაში დიახ, შეიძლება გახდეს პენსია 400 ლარი, მაგრამ სახელმწიფო აღარ იარსებებს”, – განაცხადა სერგეენკომ ტელეკომოანია “იმედის” გადაცემაში „პირისპირ“.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათ და 400-ლარიან პენსიას შორის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დგას.

იტვირთბა....