ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კვაჭანტირაძე მეჩითოვს – ან ბოდიში მოიხადე, ან სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ იური მეჩითოვს მიმართავს.

“Yuri Mechitov საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძალიან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და რაც მთავარია ტყუილი. ან უნდა განმარტო რატომ შეგეშალა თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე. სხვაგვარად კი, ჩათვალე, სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში”, -წერს კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ მეჩითოვის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს ხალხი არა ნიჩბების დარტყმით, არამედ ჭყლეტვის შედეგად დაიღუპა.

იტვირთბა....