ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად როს უილსონი დაინიშნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლად როს უილსონი დაინიშნა.

უილსონი საქართველოში ამერიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულის სტატუსით საქმიანობას დღეიდან შეუდგა და პირველი გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მქონდა საუკეთესო შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც შედის ჩვენს საერთო ინტერესებში. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავია, ვიხილო ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ქვეყანამ განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეო მთხოვა, რომ წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საქართველოში, რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ამერიკისთვის ,ასევე საქართველოსთვის, ჩვენი ერთობლივი ინტერესებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

იტვირთბა....