ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ვოლსკი: ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში, მუდმივად იყო სპეკულაციის თემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ოკუპაცია უზნეო პოლიტიკოსების ხელში მუდმივად იყო სპეკულაციის თემა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკას 140-მდე ადამიანი შეეწირა და რომ არა ეკლესია, მათ ცხედრების გამოტანაც ვერ მოხერხდებოდა.

„დღეს გვაქვს საქმე ტრაგედიის გამოძახილთან, რომელიც 2008 წელს მოხდა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ეს არის ან დანაშაულებრივი შეცდომები, ან არის კონსპირაციული და მოღალატეობრივი საქმიანობა. იმ პერიოდში, როდესც აშშ, ევროკავშირი ჩარეული იყო ამ საქმეში, მაინცდამაინც წავიდნენ იმ დღის წესრიგით, რომელიც რუსეთს ჰქონდა. 2006 წლიდან მოყოლებული ეს განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა და ეს არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია წარმოდგენილი. დღეს ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები ყერყელაობენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ვაშაძის და ბაქრაძის მონაწილეობას ამ პროცესში, როდესაც ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ყოფილიყვნენ ადგილზე და არ გამოსულიყვნენ ზონიდან.

რაც დღეს ხდება 2007 წლის მაისის ბრძანებულებით, კიდევ ერთხელ, სააკაშვილმა მიაკუთვნა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის ოლქს. პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ეს იყო გარიგება ან სისულელე. ეს იყო სააკაშვილის ყოფილი პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელიც ისეთ უშვერი სიტყვებს ამბობდა, რომ არ გამიგია მთვრალი კაცისგანაც, მაგრამ ესაა ერთი ეპიზოდი. ტრაგედიაა, რომ იქიდან დარჩენილი მოსახლეობა არის იზოლაციაში, ოსებსაც და ქართველებსაც ეს საზღვარი მძიმე ტვირთად აწევთ. სახელმწიფომ გონიერი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ამ ვითარებაში სტაბილურობა შეინარჩუნოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სხვა ამბები

ხუხაშვილი – ქართული ოცნება გარიცხეს ახალი ნაც. მოძრაობიდან

newsadmin

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ოცნებიდან” რიცხავენ მათ, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

newsadmin

“საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, კარგია, კონსტიტუცია უკვე მივიღეთ”

newsadmin

“თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”

newsadmin

“ვუყურებთ პარლამენტის სხდომას … პოლიტიკური კრიზისია“

newsadmin

“ნიშანდობლივია ნაცმოძრაობის ზეიმი, როდესაც შეტევა მიდის სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა სააკაშვილი”

newsadmin
იტვირთბა....