“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, როდესაც ამომრჩეველი განსაზღვრავს ორ არჩევანს, ამ დროს პარტია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპოზიციური კანდიდატის შანსებს გააორმაგებს.
როგორც კორძაიამ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა “არჩევანში” განმარტა, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და მისი გატარება შეუძლია მხოლოდ ოპოზიციურ კანდიდატს.
„სალომე ზურაბიშვილის არის უკან სვლა, გრიგოლ ვაშაძე არის შანსი განვითარებისკენ. თურმე პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში არიან მოძალადეები. დღეს ჩვენ დავინახეთ რეალურად, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის შეძრწუნებული იმით, რაც მიიღო. მან დაინახა სიმართლე და ის ახლა სწორ გამოსავალს კი არ ეძებს, პირიქით, ჩიხში შეჰყავს და სურს, რომ ის შიში, რაც მან განიცადა საზოგადოების გადაწყვეტილებით, გადასდოს მის მომხრეებს და დააპირისპიროს საზოგადოება. მან თავის გამოსვლით დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგა. ის მზად არის, თავისი შიშის დასაძლევად დაუპირისპიროს საზოგადოება ერთმანეთს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
იტვირთბა....