ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომან გოცირიძე: “მიხეილ სააკაშვილს ჯღანი არ უხსენებია”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრაზები დამახინჯებულია, რადგან მას არ უხსენებია ჯღანი.

მიდგომებს შორის არავითარი განსხვავება არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ტურისტებს გულღიად უნდა შევხვდეთ და საქართველოში ისეთი გარემო უნდა იყოს, რომ ჩვენსკენ უფრო მეტი ფულის დამხარჯველმა ადამიანებმა გამოიხედონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ზონდერ პიარჯგუფების შეთხზული ლეგენდა, რომელიც შინაარსს ამახინჯებს, სიტყვებს უმატებენ. ჯღანი არ უხმარია, არ უხმარია სიტყვა შეიხიც.

ფეისბუქტროლების მიერ დამახინჯებულ ტექსტზე ჩემი პასუხია, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ნელ-ნელა ქვეყანაში ცოტა უფრო მდიდრებიც ჩამოვლენ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები.

„არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“ – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....