aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი – უკვე ის დროა, რომ ახალგაზრდებს გადავაბაროთ ქვეყნის მომავალი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ დღეს არსებული ორი მანკიერი პოლიტიკური პოლუსი უნდა დასრულდეს.

“ეს ძნელი საუბრის თემაა. ქალბატონ თინას ვეთანხმები, იმაში რომ დადგა დრო როდესაც ეს ორი მანკიერი პოლუსი, რომელიც ცდილობ,ს რომ ერთამანეთის საფუძველზე ააგონ პოლიტიკური პროცესი და ამით მართოს მთლიანად საზოგადოება, უნდა დამთავრდეს. ამას სჭირდება შუას შეკრება და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება. ვინ უნდ იყოს ამაზე უკვე არჩევნების შემდეგ უნდა ვისაუბროთ. აუციებელია, რომ ახალი სახეები იყვნენ, რადგან არსებული პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან-ოპოზიციანად, სამწუხაროდ, კომპრომატირებული და დისკრედიტერებულია. ეს ელიტა მომავალში ქვეყანას წინ ვეღარ წაიყვანს, განწირულები არიან. ასე რომ შუას შეკრება ახალგაზრდებზე უნდა დაფუძნდეს გარკვეულწილად, ავტორიტეტი და გამოცდილება მცირე დოზით უნდა იყოს. უკვე ის დროა, რომ ახალგაზრდებს გადავაბაროთ ქვეყნის მომავალი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დროა არა შუა გაიკრიფოს, არამედ შეიკრიბოს.

იტვირთბა....