დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა. მესმის, რომ უკმაყოფილი ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენ წინ, ჩვენს პირისპირ სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.