ნაციონალური მოძარაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლება დაიწყებს წანწალს წინასაარჩევნოდ.
“წაგებული პირველი ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან მისულა მენცარ ადამიანთა ჯგუფი და უთქვამთ, ქოცის ვირუსი გამოვიგონეთო, ოღონდ გავრცელება არისო ძნელი. პიარ-ჯგუფი რომ ჰყავს, შვიდი ბრძენისგან შემდგარი, იმას ურჩევია, მოდით ხალხს ჩავეხუტოთ და ასე გადავდოთო. ორშაბათიდან ანუ დღეიდან ჩახუტების, მოფერების, გულთან მიტანის კვირეული აქვთ გამოცხადებული.
გაგიჟებულა სიხარულისგან ის კაცი. რამდენიმე მილიონი მიუცია იდეის ავტორებისათვის და ყოველივე ამის გადასაღებად 37 მილიონი ლარი გამოუყვია ”გოგა ხაინდავა ფიქჩერზისათვის”.
დღეიდან დაიწყებენ წანწალს. არ გაიკაროთ. ვირუსი არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით გადადის, არამედ ტელეეკრანიდანაც ასხივებს. გამორთეთ მათი საინფორმაციო აპარატი და დეზინფექციის მიზნით ეკრანს სამჯერ წაუსვით ადგილობრივი წარმოების სტაფილოს წვენი.
ფრთხილად იყავით. თუ რა მავნეა ქოციანობა, ეს კარგად გამოჩნდა ამ ექვსი წლის განმავლობაში” – წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ ხალხს მოეფერებიან, საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებენ.
Gepostet von Roman Gotsiridze am Freitag, 2. November 2018