aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ქვეყანაში “ნაციონალურ მოძრაობას” არ შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი მომავალი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას” არ შეიძლება ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი

„ჩემი აზრით, ბევრი რაღაცის დამსახურებაა. ამას შეიძლება საკმაოდ ბევრი მიზეზი მოვუძებნოთ დაწყებული კოჰაბიტაციიდან, გაგრძელებული სხვა საკითხით.მთავარი არის ის, რომ წინ გვაქვს მეორე ტური. ჩემი აზრით, მთავარია, რა გველოდება მომავალში და არა ის, წარსულში რა იყო. მომავალში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები და ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას”ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ვფიქრობ, ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გველოდება – რით ვუპასუხებთ მოსახლეობის უკმაყოფილებას,რით ვპასუხობთ იმ გამოწვევებს,რაც არის. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სხვადასხვა საკითხით”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....