aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

M fabric – ადგილი, სადაც თქვენი შვილის ოცნებები ახდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტუდია M fabrik თბილისში, ჩარგლის 74-ში მდებარეობს და ბავშვებს ხელოვნების სფეროში ფართო არჩევანსა და გამოცდილებას ჰპირდება. სტუდია სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიხსნა და ბავშვებს სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად ვოკალს, ცეკვასა და პლასტიკას ასწავლის, რაც დამწყები მსახიობისთვის აუცილებელია.

როგორც, M fabrik-ის დამფუძნებელმა ანუკა სიხარულიძემ „მეტრონომთან“ საუბარში განაცხადა, მისთვის ხელოვნება და ბავშვებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია.

„მთელი ცხოვრებაა ხელოვნების სფეროში ვარ და ყოველთვის მინდოდა ჩემი სტუდია მქონოდა. ადამიანები ვისთან ერთადაც ეს საქმე დავიწყე,  წლებია ერთად ვმუშაობთ და რაც მთავარია ვმეგობრობთ. ერთად  მუშაობიდან გამომდინარე იდეა მომივიდა, რომ გამეხსნა სტუდია. წლებია რაც თურქეთში ვმუშაობ და იქაური ხელოვნების ეს კონკრეტული სფერო, რომელიც მოიცავს ბავშვებისთვის სამსახიობო ხელოვნების, ვოკალის, ცეკვისა და პლასტიკის შესწავლას,  ყველანაირად გაუმჯობესებულია. სწორედ ამიტომ მინდოდა შემექმნა ისეთი სტუდია, რომელიც ამ მხრივ საქართველოში ინოვატორი იქნებოდა. ზუსტად ასე შეიქმნა M fabrik “ – გვითხრა ანუკა სიხარულიძემ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტუდია ერთი თვეა რაც გაიხსნა და უვე 8 ბავშვის მსახიობად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. სტუდიის დამფუძნებლებისთვის ზრუნვა და გამოცდილების გაზიარება უპირველესია.

“ერთი თვეა რაც ხელოვნების სტუდია გავხსენით და ჯერჯერობით 8 ბავშვი გვყავს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროფესიონალიზმითა და საქმის სიყვარულით ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება“ – აცხადებს სტუდიის დამფუძნებელი.

ხელოვნების სტუდია M fabric-ში ბავშვებს ვოკალს, სასცენო ხელოვნებასა და ყველა სტილის ცეკვას ასწავლიან, რაც მსახიობს ესაჭიროება. როგორც სტუდიის დამფუძნებელი ანუკა სიხარულიძე აცხადებს, მათ უცხოურ  შოუებზე მორგებული პროგრამა აქვთ, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტანდარტებით მიიღონ უკეთესი ცოდნა და გამოცდილება.

M fabric ბაზარზე არსებული ხელოვნების სხვა სტუდიებისგან  ხელმისაწვდომი ფასით, ევროპული სტანდარტებით, პროფესიონალიზმითა და ზრუნვით გამოირჩევა.

M fabric – ეს არის ადგილი, სადაც თქვენი შვილის ოცნებები ახდება.

იტვირთბა....